რუსეთი

რუსეთში სტალინის სიკვდილში დასავლური სპეცსამსახურების შესაძლო კვალის გამოძიებას ითხოვენ

იოსებ სტალინი
RF/RL

რუსეთში, პარტია რუსეთის კომუნისტებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას იოსებ სტალინის სიკვდილში დასავლური სადაზვერვო სამსახურების შესაძლო კვალის გამოძიების მოთხოვნით მიმართა.

"სტალინის გარდაცვალების 71-ე წლისთავზე პარტიამ რუსეთის ფედერაციის პროკურატურასა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს მიმართა თხოვნით, შემოწმდეს იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სიკვდილის საქმეში დასავლური სპეცსამსახურების შესაძლო ჩარევა. ვინაიდან არაერთი სტალინის თანამედროვე ამბობს, რომ შესაძლოა, საბჭოთა ხალხების მამა დასავლური გავლენის აგენტების მიერ იყოს მოწამლული". – ამბობს რუსეთის კომუნისტების თავმჯდომარე სერგეი მალინკოვიჩი.

იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს, 74 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა. ავადმყოფობის ისტორიისა და გაკვეთის შედეგების მიხედვით სტალინს რამდენიმე იშემიური ინსულტი ჰქონდა გადატანილი.

5 მარტს, სტალინის სიკვდილის 71-ე წლისთავზე რუსი კომუნისტები საბჭოთა დიქტატორის საფლავზე ყვავილების მიტანასაც გეგმავენ.

კომენტარები