აბორტის უფლება

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანა

CNN

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანა. ცვლილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის ორივე პალატამ, 720 ხმით 72-ის წინააღმდეგ. 

საკანონმდებლო პროცესის ბოლო ნაბიჯი, 4 მარტს, ვერსალის სასახლეში გაიმართა, სადაც საფრანგეთის სენატმა და ეროვნულმა ასამბლეამ კონსტიტუციაში აბორტის შესახებ დამატებას ხმა მისცა. 

კანონმდებლები ამ ცვლილებას საფრანგეთისთვის ისტორიულ ნაბიჯად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ეს იქნება მკაფიო სიგნალი რეპროდუქციული უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით იქ, სადაც აბორტის უფლება საფრთხის ქვეშ არის.

კენჭისყრის შემდეგ, ეიფელის კოშკი განათდა სიტყვებით: "ჩემი სხეული ჩემი არჩევანია". 

კომენტარები