აბორტის უფლება

იაპონიაში აბორტის აბები ნებადართული გახდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს საბჭომ იაპონიაში აბორტის აბები დაამტკიცა, რაც რეპროდუქციული უფლებებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სხვა ქვეყნებში აბორტის წამალი ფარდოდ ხელმისწავდომი ათწლეულების წინ გახდა.

ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სამინისტროს ფარმაცევტულმა საბჭომ აბორტის აბი - MeFeego Pack დაამტკიცა, რომელიც ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია Linepharma-ს მიერ არის წარმოებული.

იაპონიაში აბორტის აბების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით განხილვა იანვარში დაიწყო. ამავე დროს არსებობდა ონლაინ პორტალი, სადაც საზოგადოებას საკუთარი აზრის გამოხატვა შეეძლო. 

იაპონური საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ის ცნობით, წამალი ორი ტიპის აბისგან შედგება და ორსულობის 9 კვირამდე შეიძლება გამოყენება. 

მედიკამენტი აერთიანებს მიფეპრისტონსა და მიზოპროსტოლს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი და უსაფრთხო მედიკამენტების სიაში შეიყვანა. 

იაპონიაში აბორტის აბების ხელმისაწვდომობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ Roe Vs Wade-ის ისტორიული გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატებში აბორტზე ხელმისაწვდომობა ნაყოფის დამოუკიდებელ სიცოცხლისუნარიანობამდე კონსტიტუციური უფლება იყო.

კომენტარები