რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: ყირიმის თავზე ჩამოვაგდეთ 38 უკრაინული დრონი

უკრაინელი სამხედრო ამზადებს დრონს, რათა რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღება და საჰაერო თავდაცვის ობიექტები აღმოაჩინოს.
The New York Times

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 3 მარტის ღამეს, ყირიმის თავზე განადგურებულია 38 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.

"საჰაერო თავდაცვის სამსახურის მიერ ყირიმის რესპუბლიკის მიმართულებით გაშვებული ყველა დრონი განადგურებულია". – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, ე.წ. ყირიმის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის, ნიკოლაი ლუკაშენკოს თქმით, ყირიმის ხიდზე აღდგენილია სატრანსპორტო მიმოსვლა, რომელიც დროებით შეზღუდული იყო.

კომენტარები