კახა კალაძე

კალაძე: ევროპარლამენტარების განცხადებები დამაზიანებელია, ხალხში ნიჰილიზმს იწვევს

ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის ევროპულ მომავალს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას წარმოუდგენია, რომ ევროპა არის სამართლიანობა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებები დ.ა.შ.

რა თქმა უნდა, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, მსგავსი განცხადებები, დამაზიანებელია, საზოგადოებაში იწვევს ნიჰილიზმს და არასწორ დამოკიდებულებას ევროპული მომავლის მიმართ. შესაბამისად, ძალიან ცუდი და ოდიოზურია, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლი ამ განცხადებებს უნდა გაემიჯნოს.

ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკითვას იმის შესახებ უნდა გაიმიჯნოს თუ არა ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის აღმასრულებელი რგოლის პოზიციები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პოლონელი ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს. პაპუაშვილი წერს, რომ დროა, ევროკავშირი ევროპარლამენტარების განცხადებებს ოფიციალურად გაემიჯნოს.

კომენტარები