ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 28 მარტს გაიმართება

ტაბულა

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა. ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.

"ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება, 22 მარტს" - წერს კალანდაძე.

დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

კომენტარები