სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უცებ შეიცვალა, უცნაურ რაღაცებს ვხედავთ

არ ვარ დარწმუნებული, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ სანამ გრძელდება, მინდა აღვნიშნო და მხარი დავუჭირო ამას, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება], მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. საქართველოში, მთელ სპექტრზე ყველა სრულად პროევროპული გახდა და ამას გარდა, ახლა ყველა ამბობს, რომ თვითონ იყო მთავარი ფაქტორი. რაც კარგია.

ეს ერთია. მეორე არის ის, რომ ამ გადაწყვეტილებიდან და მთავრობის, პრემიერმინისტრის ცვლილებიდან, ჩვენ ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ. კვლავ, არ მთხოვოთ ავხსნა, შემიძლია, ის გითხრათ თუ რას ვხედავ და როგორ ვახდენ ინტერპრეტაციას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი ახსნა მაქვს. ახალი პრემიერმინისტრი გვყავს, ის ადამიანი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი უარყო, რომელსაც ყველაზე ანტი-დასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა ჰქონდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში.

მოულოდნელად, როგორც ახალი პრემიერმინისტრი, პირველი ადგილი, რასაც სტუმრობს, ბრიუსელია და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს. თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა თქვას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ.

თუ ეს არის ევროპული გადაწყვეტილების შედეგი, ვფიქრობ ამ ცვლილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმავე მიმართულებით გავაგრძელოთ. ასე რომ, ძალიან კარგია, რომ ამ ძალიან ნათელ პოზიციაზე ხართ.

აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საუბრისას. 

კომენტარები