მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ჩემი გათავისუფლებისთვის 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ხალხი აწყდება ოფისებს

სულ რამდენიმე დღეში, ჩემი გათავისუფლებისთვის 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. მიუხედავად სიცივისა, წვიმებისა ხალხი აწყდება ოფისებს და სულ მალე ეს რიცხვი შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, შეიძლება გაორმაგდეს, გასამმაგდეს. დიდი მადლობა ყველას და რა თქმა უნდა, სოფო ჯაფარიძეს, ვინც ამ ხელმოწერების შეგროვება დააინიცირა და ყველა აქტივისტს, ვინც მას ამაში ეხმარება.

ხელმოწერების კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელა მუხტია დაგროვილი ხალხში, რომელსაც უიმედობა ყელში ამოუვიდა და ენატრება საკუთარ ქვეყანაში ადამიანური ცხოვრება.

ძალიან მიყვარხართ ყველანი. ვიცი როგორ გიჭირთ, ყოველდღე ლუკმა-პურისთვის გიხდებათ ბრძოლა. შვილები, მამები, დედები უცხოეთში არიან გასული. არ იცით თუ რას გიმზადებთ ხვალინდელი დღე და მაინც, არ ჩამოუშვით ხელები, აქტიურობთ. თქვენი თითოეული ხელმოწერა არის დიდი სტიმული ჩემთვის და მაძლევს ბრძოლის ხალისსა და ძალას. გთხოვთ, კიდევ ცოტა გაძლოთ.

წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

16 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელთაც 3 მარტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

კომენტარები