დონალდ ტრამპი

ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს $454.2 მილიონის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Justin Sullivan/Getty Images

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 454.2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ტრამპი დამნაშავედ ცნეს უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში. თანხის ოდენობა მოიცავს 354.9 მილიონი დოლარის აქამდე დაკისრებულ ჯარიმას და დარიცხულ პროცენტს. 

სასამართლომ 4.7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა აშშ-ს ექსპრეზიდენტის მის შვილებს, დონალდ ტრამპ უმცროსსა და ერიკ ტრამპს. 1.1 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს Trump Organization-ის  ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ალენა ვაისელბერგს. ამასთან, ჯარიმის გადახდამდე ტრამპს ყოველდღიურად 114 000 დოლარზე მეტი ოდენობის პროცენტი დაეკისრება.

განაჩენის წარდგენის შემდეგ, გასაჩივრებისთვის ბრალდებულებს 30-დღიანი ვადა ექნებათ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო თაღლითობის საქმეში გასულ კვირას ცნო

როგორც მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, ტრამპი საოჯახო ბიზნესის წმინდა ღირებულების ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 3.6 მილიარდი დოლარით ზრდიდა, რამაც მას საშუალება მისცა, ესარგებლა უფრო ხელსაყრელი სასესხო პირობებით.

სასამართლომ ტრამპს ასევე სამი წლის ვადით აუკრძალა, იყოს ნიუ-იორკის რომელიმე კომპანიის თანამშრომელი ან დირექტორი. ამავე პერიოდის განმავლობაში, ტრამპს და მის კომპანიებს ეკრძალებათ ნიუ-იორკში ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისგან სესხის აღება.

გარდა ამისა, სასამართლომ ტრამპის შვილებს, დონალდ უმცროსს და ერიკს 4 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. მათ 2 წლით ასევე აეკრძალათ ნიუ-იორკის კომპანიების მართვა.

კომენტარები