რუსეთი

რუსეთში, 2 წელში, ანტისაომარი განწყობებისთვის 20 000 ადამიანი დააკავეს, 267 – დააპატიმრეს

AFP / Getty Images

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში, ანტისაომარი განწყობების მქონე 20 000 ადამიანი დააკავეს, 267 მათგანს კი პატიმრობა მიუსაჯეს. ანგარიშს დამოუკიდებელი რუსული მედია ОВД-Инфо ავრცელებს.

კვლევის მიხედვით დაპატიმრებულთა საშუალო სასჯელი 4.5 წელს შეადგენს. დაპატიმრებულთა შორის არიან ოკუპირებული ყირიმის მაცხოვრებლებიც. 

რუსეთის შსს ყველაზე ხშირად საქმეებს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეობისთვის, პოსტებისთვის და ფოტოებისთვის აღძრავს. მეორე ყველაზე გავრცელებული დანაშაული სამხედრო გაწვევის პუნქტებისთვის ცეცხლის წაკიდებაა.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად აკავებენ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გამოთქმული ანტისაომარი განცხადებებისთვის. მეორე და მესამე ადგილებზეა Telegram და Instagram.

რეგიონებს შორის, დაკავებების რაოდენობით პირველ სამ ადგილზე მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და თათრეთის რესპუბლიკაა. მეოთხე ადგილზეა ანექსირებული ყირიმი. 

კომენტარები