იაკუძა

იაკუძას ბოსს ირანისთვის ბირთვული იარაღის მასალების მიწოდებისთვის ბრალი წარუდგინეს

 via REUTERS/Southern District of New York

იაპონიის კრიმინალური ჯგუფის იაკუძას ბოსს, 60 წლის ტაკეში ებისავას ირანისთვის ბირთვული მასალების გადაცემისთვის ბრალი წარედგინა. როგორც ცნობილია, ტაკეში ებისავას ურანი და პლუტონიუმი მიანმარიდან ტაილანდში გადაჰქონდა, როდესაც მასალები სამართალდამცავი უწყების ფარულ აგენტს აჩვენა. 

პროკურატურის მტკიცებით, ტაკეში ებისავა კრიმინალური ორგანიზაციის, იაკუძას ლიდერია. მათი ცნობით, ტაკეში ებისავას ტაილანდელ სომპჰოპ სინგასირისთან ერთად ისეთი არალეგალური ნივთიერებები ჰქონდა, რომელიც შემდგომში ირანს შესაძლოა ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოეყენებინა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტაკეში ებისავამ ურანის და პლუტონიუმის შემცველი მასალები მიანმარის ეთნიკური ჯგუფის მეამბოხეთა ლიდერისგან მიიღო, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები