Gemini

Gemini ამერიკის დამფუძნებელი მამების, პაპებისა და ვიკინგების "მრავალფეროვან" სურათებს ქმნის

პაპის გამოსახულებები, რომელიც Google-ის ჩატბოტმა, Gemini-მ შექმნა 

მომხმარებელთა ნაწილი Google-ს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მის მიერ შექმნილი ჩეტბოტი, Gemini მომხმარებელთა ტექსტუალური აღწერილობის საფუძველზე "მრავლფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის" მოტივით აგენერირებს სხვადასხვა სქესისა და ეთნიკურობის ადამიანების გამოსახულებებს მაშინაც კი, როდესაც ეს ისტორიული თვალსაზრისით აბსურდულია და რეალობასაა მოწყვეტილი. 

მაგალითისთვის, დავალებაზე, რომ შექმნას ამერიკის დამფუძნებელი მამების ილუსტრაციები, Gemini ხშირად ქალებისა და ფერადკანიანი ადამიანების სურათებს აბრუნებს, როგორც ამერიკის დამფუძნებელი მამების "მრავალფეროვან" ვერსიებს.

Google-ის Gemini-ს გენერირებული გამოსახულება

კიდევ ერთ დავალებაზე, რომ შეექმნა პაპის სურათი, ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა დააბრუნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი ქალისა და შავკანიანი მამაკაცის სურათი. 

Gemini-ს გენერირებული გამოსახულება
​​​

კითხვაზე, თუ რატომ გადაუხვია თავდაპირველი დავალების შესრულებას, Gemini-ს პასუხი იყო, რომ ის "მიზნად ისახავდა იმ პერიოდის ისტორიული კონტექსტის უფრო ზუსტი და ინკლუზიური წარმოდგენის უზრუნველყოფას".

ვიკინგის გამოსახულებების შექმნის თხოვნაზე კი Gemini-მ დააბრუნა ილუსტრაციები, რომელთაგან ერთ-ერთზე გამოსახული იყო შავკანიანი მამაკაცი, რომელსაც ტანსაცმელზე ცისარტყელას ფერების ბუმბული ჰქონდა მიმაგრებული. სხვა ილუსტრაციებზე კი ჩატბოტმა შექმნა შავკანიანი მეომარი ქალისა და უდაბნოს შუაგულში მდგომი აზიელი მამაკაცის გამოსახულებები. 

Gemini-ს გენერირებული გამოსახულება

კიდევ ერთ დავალებაზე, გამოესახა "გოგონა მარგალიტის საყურით", Gemini-მ იან ვერმეერის 1665 წლის ცნობილი ტილოს გამოსახულების ნაცვლად, დააბრუნა სხვადასხვა აბსურდული ილუსტრაცია, რასაც თავად ჩატბოტმა "მრავალფეროვანი ეროვნებებისა და გენდერის" ილუსტრაციები უწოდა. 

გარდა ამისა, Gemini უარს ამბობს სხვადასხვა დავალების შესრულებაზე, რათა "არ შეურაცხყოს ვინმეს რელიგიური გრძნობები და არ შელახოს თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპი". 

Gemini-ს გენერირებული გამოსახულება

როგორც Google-შ აღნიშნავენ, მათ იციან, რომ ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელი "ხშირად ისტორიული ილუსტრაციების შექმნისას უშვებს მნიშვნელოვან უზუსტობებს, რის გამოსწორებასაც უახლოს მომავალში გეგმავენ". 

"Gemini-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი აგენერირებს გამოსახულებებს, სადაც მოცემულია ადამიანთა ფართო სპექტრი. ეს ზოგადად კარგია, რადგან მთელ მსოფლიოში ხალხი ამას იყენებს. მაგრამ ამ ნაწილში ის ვერ აღწევს იმ შედეგს, რაც განსაზღვრული იყო". - თქვა Gemini Experiences-ის დირექტორმა ჯეკ კრაუჩიკმა.

"ჩვენ ვმუშაობთ ამ ტიპის გამოსახულებების მყისიერ გაუმჯობესებაზე". - დაამატა მან.

კომენტარები