ევროკავშირი-რუსეთი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების რიგით მე-13 პაკეტი დაამტკიცა

Pravda.ua

ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ რიგით მე-13 სანქციების პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების ჟურნალისტი რიკარდ ჯოზვიაკი ავრცელებს.

"ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ რიგით მე-13 სანქციების პაკეტს. პაკეტი ომის დაწყების წლისთავამდე, 24 თებერვლამდე გამოქვეყნდება". – წერს ჯოზვიაკი.

ევროკომისიის თქმით, ახალი პაკეტის მთავარი მიზანი რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვაა, მათ შორის დრონებზე. ახალი შეთანხმებით სანქციების რეჟიმი დამატებით იმ 106 ინდივიდსა და 88 ერთეულზე გავრცელდება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ომის წარმართვაში ეხმარებიან.

კონკრეტულად, სანქციების მე-13 პაკეტი რუსეთის სამხედრო და თავდაცვის სექტორში 140 კომპანია და ინდივიდი ამოიღო მიზანში, რომლებიც სამხედრო აღჭურვილობას, რაკეტებს, დრონებს, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებსა და სამხედრო მანქანებს ამზადებენ.

19 თებერვალს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს.

კომენტარები