ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელმა ეილათის მიმართულებით ჰუსიტების გასროლილი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო

X. Used in accordance with Clause 27a of the Copyright Law

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ეილათის მიმართულებით იემენიდან, ჰუსიტების მიერ გასროლილი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ისრაელმა რაკეტის ჩამოსაგდებად შორ მანძილზე მოქმედი Arrow-ს საჰაერო თავდაცვის სისტემა გამოიყენა

ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ ისრაელის სამხედრო წყარომ გაავრცელა. ინტერნეტში ასევე გავრცელდა კადრები სამხრეთ ისრაელის ქალაქ ეილათიდან, სადაც ცაზე რაკეტის ჩამოგდების კვალი ჩანს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტა ისრაელისკენ, კერძოდ ქალაქ ეილათისკენ იყო გასროლილი. მათი თქმით, რაკეტა მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც ის ჯერ ისრაელის საჰაერო სივრცეში არ იყო შემოსული. 

ჰუსიტებს თავდასხმაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არ აუღიათ. 

კომენტარები