კრიმინალი

ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების რეალიზაციისთვის პირი პასუხისგებაში მიეცა – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკაცების წარმოებისა და რეალიზაციისთვის პასუხისგებაში 1 პირი მიეცა.  

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს. 

სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად იქნა ამოღებული ფალსიფიცირებული პროდუქცია" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.
 

კომენტარები