რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ჩამოვაგდეთ ორი რუსული ავიაგამანადგურებელი

Alexander Zemlianichenko/AFP/ Getty Images

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის თქმით, დღეს, 19 თებერვალს აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს Cy-34-ისა და Cy-35C-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებლები.

ამასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

17 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩამოაგდეს Су-34-ის ტიპის 2 და Су-35-ის ტიპის ერთი თვითმფრინავი.

კომენტარები