ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ბაიდენი: შეცდომაში არ შეხვიდეთ, პუტინი არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი არის გაბრაზებული, თუმცა არა გაკვირვებული ამ ამბით. პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა, მიუსაჯა პატიმრობა დანაშაულებისთვის, ჰყავდა დატყვევებული იზოლაციაში. ნავალნი ამ ყველაფერმაც კი ვერ შეაჩერა. ციხეშიც კი, ის სიმართლის ძლიერი ხმა იყო. ეს საოცარია. მას არ შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა დევნილობაში მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ის სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდებოდა, თუმცა მაინც რუსეთში დაბრუნდა, როცა იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ და მოკლავდნენ, თუ მის საქმეს გააგრძელებდა. თუმცა მან ეს მაინც გააკეთა, რადგან მას ძალიან ძლიერად სჯეროდა მისი სამშობლოს.

შეცდომაში არ შეხვიდეთ, პუტინი არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. რაც ნავალნის დაემართა, პუტინის სისასტიკის დამამტკიცებელი საბუთია. პუტინი მიზანში იღებს არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, როგორც ამას ვხედავთ უკრაინაში ახლა, არამედ ის სჩადის საშინელ დანაშაულებებს მისი ხალხის წინაშე. რუსი ხალხი რუსეთსა და მთელ მსოფლიოში ახლა ყველაზე მოწყვლადია, რადგან ნავალნის ჰქონდა ძალიან ბევრი რამ, რაც პუტინს არ ჰქონდა. ის იყო მამაცი, ის იყო პრინციპული, ის იყო თავდადებული ისეთი რუსეთისთვის, სადაც კანონის უზენაესობა იარსებებდა. ნავალნის ასეთი რუსეთის სჯეროდა. 

თქვა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.

კომენტარები