მიხეილ სააკაშვილის საქმე

ენმ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

"მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს შესაძლებლობა აქვს, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოს და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა დაასრულოს [...] ამიტომ, დღეიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის ასიათასობით მხარდამჭერთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს [...] ამაში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციები იქნებიან აქტიურად ჩართულები და კოორდინაციაში ყველას დაგეხმარებიან.

1 მარტს, 15:00 საათზე, ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მთელ საქართველოში შეგროვებულ ხელმოწერებს გადავცემთ". - თქვა ჯაფარიძემ.

სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელია.

"სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა მხოლოდ მტრის ინტერესს ემსახურება და ეს ერის ღირსების შელახვაა". - თქვა სოფო ჯაფარიძემ.

კომენტარები