ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისის საავადმყოფოში სპეცოპერაცია დაიწყეს

Bassam Masoud/REUTERS

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში სპეცოპერაცია დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის წარმომადგენლების თქმით, მათ სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაცია აქვთ, რომ ამ საავადმყოფოში ისრაელელი მძევლები ან მათი ცხედრები არიან. 

"ჩვენ ვატარებთ ზუსტ სამაშველო ოპერაციას, როგორც აქამდე გაგვიკეთებია. აქ ჩვენი დაზვერვა გვატყობინებს, რომ ისრაელელი ტყვეების ცხედრები არიან" - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა. 

ამავდროულად, სოციალურ ქსელ X-ზე ისრაელის თავდაცვის ძალების ებრაულ ანგარიშზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი ნასერის საავადმყოფოში სპეცოპერაციას ჰამასის ტერორისტების ასაყვანად ატარებს, მათ შორის იმ მებრძოლების, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ. 

კომენტარები