არჩევნები 2024

მდინარაძე ივანიშვილზე: აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციაში, რაც პარტიას ერთიორად ადგება

ბიძინა ივანიშვილი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციაში ზოგადად. თქვენ იცით, რომ ეს კომუნიკაცია მანამდე არ არსებობდა, იყო მხოლოდ რჩევების დონეზე ცალკეულ შემთხვევებში, იშვიათ შემთხვევებში და ეს რჩევები იყო მთავარ მიმართულებებთან დაკავშირებული ძალიან ღირებული რჩევები, სულ 2-3 ადამიანთან, როგორც მან განაცხადა და ძირითად მიმართულებებზე. 

მართლაც ბევრი ვიცი, რომ გენიალური რჩევა იყო, რადგან პოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიმღები, ასეთი რჩევების მომცემი ბევრი არ გვყავს, არა მხოლოდ საქართველოში და დღეს ეს ადამიანი, ასეთი გონებრივი და ასეთი პოლიტიკური გათვლების შესაძლებლობების მქონე ადამიანი, როდესაც უფრო აქტიურად არის ჩართული ეს ბუნებრივია, პარტიას ერთიორად ადგება.

მაგრამ ახლა უშუალო ჩართულობა, რეგიონში ჩავა თუ არა, ეს წინასწარ გადაწყვეტილი არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ მასაც მკაფიო წინასწარი გადაწყვეტილება არ ექნება. ჩემი აზრით შეიძლება არც იყოს საჭირო იმდენად მყარად ვართ ამასთან დაკავშირებით და მისი ეს დამატებითი, უშუალო ჩართულობა შეიძლება იმდენად გვაძლიერებს, რომ არაფერში დაჭირდეს ამ ადამიანს რეგიონებში სიარული.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზე. 

კომენტარები