2024 წელს გარდაცვლილები

68 წლის ასაკში მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

ხათუნა კოტრიკაძე
Kviris Palitra

68 წლის ასაკში ქართველი მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში ვრცელდება.

კოტრიკაძეს ქართველი მაყურებელი იცნობდა როლებით ფილმებში მხიარული რომანი და მოიტაცეს თამარ ქალი

მსახიობმა პირველი როლი 15 წლის ასაკში, სოსო ჩხაიძის ფილმში მეთხუთმეტე გაზაფხული შეასრულა. კოტრიკაძემ სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკში დაასრულა.

კომენტარები