ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

FT: უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი დაბლოკა

Olivier Matthys/EPA

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი დაბლოკა. ინფორმაციას Financial Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების რიგით მე-13 პაკეტს, რომლის ფარგლებშიც სანქციები ეკისრებოდა რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქესა და ორგანიზაციას.

წყარომ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ უნგრეთმა სანქციების ახალი პაკეტი სიაში ჩინური კომპანიების ყოფნის გამო დაბლოკა.

გამოცემის კიდევ ერთმა წყარომ კი აღნიშნა, რომ უნგრეთის ელჩმა სანქციების პაკეტის შინაარსის გასაანალიზებლად უფრო მეტი დრო მოითხოვა.

როგორც გამოცემა წერს, დისკუსიები გაგრძელდება და წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 19 თებერვალს უნდა დაამტკიცონ.

კომენტარები