ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის მძევლების ოჯახის წევრები გეგმავენ, ჰამასს ჰააგის სასამართლოში უჩივლონ

Times of Israel

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული ისრაელელი მძევლების ოჯახები აპირებენ, რომ ჰამასს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ. მძევლების ოჯახების დაახლოებით 100 წევრი გეგმავს, ჰააგის სასამართლოში დაამტკიცონ, რომ ჰამასმა ომის დანაშაულები ჩაიდინა. სარჩელის მიხედვით, ომის დანაშაულებში ბრალდებულები ჰამასის ლიდერები იქნებიან.

მძევლების ოჯახის წევრების თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს გააფრთხილებენ ჰამასის საფრთხის შესახებ, რომელიც შესაძლოა მთელ მსოფლიოში გავრცელდეს. 

ოფრი ბიბასმა, რომლის ძმა და რძალი დღემდე ჰამასის ტყვეობაში იმყოფებიან, თქვა, რომ ისინი იმ ტერორისტების მოწყალების იმედად არიან დარჩენილები, ვინც ხალხს კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა 7 ოქტომბერს. 

ინბარ გოლდშტეინმა, რომლის ძმაც ჰამასის ტერორისტებმა მოკლეს, ხოლო ძმისშვილები გაათავისუფლეს, თქვა, რომ ისინი ჰააგაში იმ იმედით მიემგზავრებიან, რომ რაღაც ფორმის სამართალს მიაღწევენ.

"ჩვენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივდივართ, რათა მათ დაგვინახონ. ჩვენ ვაპირებთ ვიყვიროთ იმათი სახელით, ვისი ხმაც ახლა არ ისმის" - თქვა ინბარ გოლდშტეინმა. 

კომენტარები