საგარეო ვაჭრობა

იანვარში ექსპორტი 26.3%-ით შემცირდა, იმპორტი – 10.2%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 339.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 %-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 338.2 მლნ დოლარია (- 26.3%), ხოლო იმპორტი - 1 001.6 მლნ დოლარი (- 10.2%). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.

კომენტარები