ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 12 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 12 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, დოლიძის, პანკისის, ბალანჩივაძეების, მინდელის და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვერეს დაღმართის, საქანელას, სანაპიროს, ქუთათელაძის, მესხიას, თაბუკაშვილის, ლაღიძის და კვალის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, სოხუმის და ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, სამტრედიის და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლესელიძის, კოტე აფხაზის, დადიანის, აბესაძის, პუშკინის და ლერმონტოვის ქუჩების   მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ჭიჭინაძის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები