რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფინეთი უკრაინას 190 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას გადასცემს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება 190 მლნ ევრო იქნება. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა 1.8 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება.

დახმარების პაკეტი სხვა იარაღთან ერთად მოიცავს ფინეთში წარმოებული 30 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობას.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკიენენის თქმით, ქვეყანა ეძებს ახალ გზებს უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდასაჭერად.

ფინურ უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ უსაფრთხოების მიზნით, დახმარების ზუსტი შინაარსი, მისი გაცემის მეთოდი და პირობები არ სახელდება.

2023 წლის 21 დეკემბერს ფინეთმა უკრაინისთვის 106 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის მიწოდებაზე განცხადება გააკეთა.

კომენტარები