ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 8 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიზიკო ქავთარაძის, ჩხიკვაძის (ნაწილობრივ), კეკელიძის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღრმაღელეს დასახლების (ნაწილობრივ), სანზონას დასახლების, გურამიშვილის გამზირის, არბოს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, ქსნის, ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ქსნის, ჟინვალის, ლიახვის, ჩარგლის, შენგელიას და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, პეტრიწის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუჯარეთის, იორის, თამაზ პაპიაშვილის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და დავით ხელთუფლიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, ილორის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები