ვაჟა აზარაშვილი

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეროვნული ბიბლიოთეკა

87 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

როგორც პირველი არხი წერს, ინფორმაციას აზარაშვილის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ვაჟა აზარაშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის  ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

მან 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1964 წელს – ასპირანტურა, 1971 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, 1997 წლიდან იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

კომენტარები