ბელარუსი

ლუკაშენკომ სამხედროებს მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის უფლება მისცა

ალექსანდრ ლუკაშენკო
AP

ბელარუსმა სამხედროებმა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიიღეს. ქვეყნის შეიარაღებული ძალების კანონში ცვლილებები დამოუკიდებელმა ბელარუსულმა ორგანიზაცია Беларускі Гаюн-მა შეამჩნია.

როგორც ორგანიზაცია წერს, ლუკაშენკოს განკარგულებით შეიცვალა კანონმდებლობის მე-11 პუნქტი. ახალი რედაქციის მიხედვით, სამხედროებს უფლება აქვთ გამოიყენონ ფიზიკური ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ, ხოლო მოქალაქის დაჭრასა ან სიკვდილზე ძალოვანები პასუხს არ აგებენ, თუ იარაღი გამოყენებულ იქნა "საზოგადოებრივი წესრიგის მოთხოვნის შესაბამისად".

 Беларускі Гаюн-ის განმარტებით კანონიდან ამოიღეს პუნქტი, რომელიც ძალის გადამეტების შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.

2020 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეებს სამართალდამცავები სასტიკად არბევდნენ. ყველაზე დიდი რეზონანსი რომან ბონდარენკოს სიკვდილმა გამოიწვია, რომელსაც ძალოვანებმა სიკვდილამდე სცემეს.

კომენტარები