სალომე ზურაბიშვილი

ვაშაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე: მზად ვარ, მივიდე და პროცესში მონაწილეობა მივიღო

მინდა, პოზიტიურად გამოვეხმაურო ოპოზიციის ერთიანობისკენ მოწოდებას. ჩვენ, გამარჯვების კოალიცია (ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი) ზუსტად ამას ვამბობთ - ძალა ერთობაშია. ამიტომ, მზად ვართ, მივიდეთ და ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა და მსჯელობა დავიწყოთ. პირადად მეც მზად ვარ, რომ საკითხში მონაწილეობა მივიღო.

ასე გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და გამარჯვების პლატფორმის წევრი, გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას. პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას "მომავლის ქარტია" სახელწოდებით "ერთობის პლატფორმა ევროპისთვის".

პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს  და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.

კომენტარები