სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: მმართველობა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს დაუბრუნდა

სახელმწიფო შტოებს შორის მკვეთრად მოიშალა ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარ არის. პარლამენტი კი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის ნაცვლად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა.

2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობის მიუხედავად, ის ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს დაუბრუნდა. ბოლო ცვლილებებიც ამ ხაზს მიჰყვება - ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებასა და გამყარებას, რასაც პარტიის შიდა დემოკრატიისა თუ როტაციის პრინციპს არქმევენ. 

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა და ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა, პრემიერობის კანდიდატად კი ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე წარადგინა.

კომენტარები