ირანი

ირანი ისპაჰანში ახალ ბირთვულ რეაქტორს აშენებს

Iranian Presidency/ZUMA/picture alliance

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ცნობით, ისპაჰანის ბირთვული კვლევის ცენტრში ახალი რეაქტორის მშენებლობა დაწყებულია. 5 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისპაჰანის ბირთვული რეაქტორი ქალაქის მეოთხე საკვლევი ცენტრი იქნება. 

"დღეს დაიწყო ახალი რეაქტორის საძირკვლის ჩასხმა ისპაჰანის ტერიტორიაზე" - თქვა მოჰამედ ესლამიმ, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის უფროსმა. 

ირანული მედიის, IRNA-ს ცნობით, ახალი რეაქტორი 10 მეგავატის სიმძლავრის იქნება და მისი ფუნქცია ძირითადად კვლევითი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ისპაჰანის ბირთვულ რეაქტორში იმუშავებენ საწვავის და ბირთვული მასალის კვლევებზე, ასევე ინდუსტრიული რადიოიზოტოპების წარმოებაზე. 

ირანის ბირთვული კვლევის პროექტებს მრავალი კრიტიკოსი ჰყავს მსოფლიოში, რომლებიც შიშობენ, რომ რეალურად, ირანი ბირთვულ რეაქტორებს ატომური იარაღის დასამზადებლად აშენებს. ირანის მხარის მტკიცებით, მათ მსგავსი მიზნები არ აქვს და ისპაჰანის ბირთვული რეაქტორი მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა. 

კომენტარები