რეკლამა

(რ) მასშტაბური SOLO Visa კამპანია დაიწყო

SOLO-ს მასშტაბური კამპანია დაიწყო. ნებისმიერ POS ტერმინალზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს სამ საპრიზო კალათაში შემავალი 1 042 საჩუქრიდან ერთ-ერთი: საგზური ბალიზე, ვიზიტი საქართველოს გამორჩეულ სასტუმროებში ან 300-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

პირველი კალათის ფარგლებში ხელმისაწვდომია 1000 ერთეული 300-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ლუტეციაში, ელიტ ელექტრონიქსში ან Dressup-ში. პრიზს მიიღებს მომხმარებელი, რომლის გადახდა იქნება პირველი, ყოველი 2000 ტრანზაქციის შემდეგ.

მეორე კალათა 40 საპრიზო ადგილისგან შედგება, რომლის ფარგლებშიც, ის მომხმარებლები, რომელთა გადახდაც იქნება პირველი, ყოველი 50 000 ტრანზაქციის შემდეგ, საჩუქრად მიიღებენ საგზურს ორი ღამით ორ პერსონაზე შერჩეულ სასტუმროებში:  რედისონ ქოლექშენ წინანდალი, ლოპოტა, ვაზისუბნის მამული ან რუმს ყაზბეგი. პრიზი გადანაწილდება შერჩევითობის პრინციპით. 

მესამე კალათის ფარგლებში ხელმისაწვდომია ორი ერთკვირიანი საგზური ბალიზე, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 2 პერსონაზე. პრიზის მიღებას შეძლებენ მომხმარებლები, რომელთა გადახდა იქნება პირველი, ყოველი 1 000 000 ტრანზაქციის შემდეგ. 

ტრანზაქციების რაოდენობა ითვლება ჯამურად, კამპანიის ყველა მონაწილეს შორის.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, მომხმარებელმა:

  • გადახდისას გამოიყენოს SOLO Visa ბარათი;
  • განახორციელოს 50 ლარზე მეტი თანხის ტრანზაქცია;
  • გადაიხადოს ნებისმიერ POS ტერმინალზე, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. 

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. 

კომენტარები