თბილისში, ორხევის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი - დაშავადა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-მ მიაწოდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.