ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუ: ტყვეების გაცვლას ნებისმიერ ფასად არ დავთანხმდებით, არსებობს წითელი ხაზები

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი მძევლების გაცვლის შემოთავაზებას ნებისმიერ ფასად არ დათანხმდება და არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადაკვეთენ.

ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვისას გააჟღერა. მისი თქმით, ისრაელის მხარე მუშაობს შეთანხმების ახალ ჩარჩოზე, რათა ისრაელელი ტყვეების გათავისუფლება მალევე შეძლონ. 

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის წითელი ხაზებია ომის დასრულება, ღაზის დატოვება და ათასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება. მან ასევე თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების გარდა, ისინი ჰამასის განადგურებისთვის იბრძვიან და მათი მთავარი მიზანია, რომ მომავალში ღაზის სექტორი საფრთხეს აღარასდროს წარმოადგენდეს. 

კომენტარები