პაკისტანი

პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

იმრან ხანი
Saiyna Bashir / Reuters

პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრს, იმრან ხანს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროვებისთვის. ინფორმაციას პოლიტიკოსის პარტია ავრცელებს.

სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა იმ საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც ხანი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ მეჰმუდ ქურეში კორუფციის ბრალდებით იხდიან სასჯელს. იმრან ხანი და ქურეში 2023 წლის აგვისტოში დააკავეს.

ბრალდების მიხედვით, იმრან ხანმა აშშ-ში პაკისტანის ელჩისგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია გაასაჯაროვა და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. 

პოლიტიკოსის პარტია საქმეს "გამოგონილს" უწოდებს და აცხადებს, რომ დაკავებული პოლიტიკოსების ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებენ.

პატიმრობის გამო იმრან ხანი ვერ შეძლებს 8 თებერვალს, პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამასთან ერთად, მედიას ეკრძალება ხანის განცხადებების გაშუქება.

კომენტარები