რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ბრძოლის ველზე ხედავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შეჩერბის შედეგებს – ბლინკენი

ენტონი ბლინკენი იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე, 2024 წლის 29 იანვარი
NATO

აშშ-ს სახელმწიფო საქმეთა მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ხედავენ, თუ რა შედეგები მოიტანა ბრძოლის ველზე უკრაინისთვის დახმარების მიწოდების შეჩერებამ. ამის შესახებ მან 29 იანვარს, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"თუ შეერთებული შტატები არ მიჰყვება საკუთარ ვალდებულებებს, გართულდება ევროპელი და სხვა პარტნიორების მიერ იმის გაგრძელება, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ჩემი აზრით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კარგად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები. და როცა ჩვენ მათ შევასრულებთ, დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები და პარტნიორები მსოფლიოში გააგრძელებენ იმას, რასაც აკეთებდნენ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესში უკრაინისადმი კვლავ ორპარტიული მხარდაჭერაა. ასე რომ, შევხედოთ მომდევნო დღეებსა და კვირებს, სანამ ეს მიმდინარეობს, ფულის ჯადოსნური ქოთანი არ არსებობს და ახლა აღარ გვაქვს სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდიდით და ვხედავთ გარკვეულ შედეგსაც, თუ რას ნიშნავს ეს ბრძოლის ველზე. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად სასიცოცხლო მნიშვნელობის, აბსოლუტურად საჩქარო". – თქვა ენტონი ბლინკენმა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით.

კირბის თქმით, კონგრესის თანხმობამდე, აშშ-ს უკრაინის დასახმარებელი თანხები არ აქვს

6 დეკემბერს აშშ-ს სენატში დაიბლოკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანონპროექტი, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის განკუთვნილ მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარებასაც მოიცავდა. მის მომდევნო განხილვაზე გატანას მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც არ აპირებენ ფინანსების გამოყოფას ხმა მისცენ მანამ, სანამ მიგრაციის პოლიტიკისა და აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნა არ შესრულდება.

ჯო ბაიდენი: მექსიკის საზღვარს დღესვე დავხურავ, თუ ამაზე კონგრესი დამთანხმდება

კომენტარები