ოკუპირებული აფხაზეთი

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი ოკუპირებულ აფხაზეთში არ შეუშვეს

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი ოკუპირებულ აფხაზეთში არ შეუშვეს. მომხდართან დაკავშირებით ევროპელმა დიპლომატმა განცხადება გაავრცელა.


"ჩემი მანდატის იმპლემენტაციის ფარგლებში, მე ვაპირებდი 2024 წლის იანვრის ბოლოს აფხაზეთში ვიზიტს. სამწუხაროდ, მითხრეს, რომ ეს არ იყო შესაძლებელი. ბოლო ექვსი თვის მანძილზე მეორეჯერ ვიღებთ ასეთ პასუხს. როგორც იცით, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დავინიშნე, ბევრჯერ ვყოფილვარ აფხაზეთში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თავჯდომარეებთან და ასევე დამოუკიდებლად, ჩემ გუნდთან ერთად. ევროკავშირი საკვანძო როლს ასრულებდა სამხრეთ კავკასიასა და მათ შორის, თბილისსა და სოხუმს შორის კონფლიქტის მოგვარების პროცესში დიალოგის ფასილიტაციაში " – წერს ტოივო კლაარი.

ევროკავშირის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული შეზუდვები დროებითია და მალე მოგვარდება მოსახლეობის სასარგებლოდ.

კომენტარები