არასრულწლოვნით ვაჭრობა

POG: პატიმრობა შეუფარდეს ქალს, რომელიც შვილს მოწყალების თხოვნას აიძულებდა (ვიდეო)

შსს

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. უწყების ცნობითვე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა კიდევ ერთ ადამიანს. ერთი ბრალდებული კი, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იმყოფება პატიმრობაში.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ორი პირისთვის, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს" - წერია პროკურატურის განცხადებაში.  

კომენტარები