კრიმინალი

სარფში 128 159 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო პუნქტზე 128 159 ლარის ღირებულების 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 128 159 ლარს" - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით. 

კომენტარები