საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ქართველი კაპიტნის მეთაურობით მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს - საზღვაო სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული კაპიტნის მეთაურობით მეზღვაურებმა 34 ადამიანი სიკვდილს გადაარჩინეს.

"ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს!

20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.

ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00).

ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.

აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე". - წერს სააგენტო.

კომენტარები