რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ ტერიტორიებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიების შესახებ.

"ეს არის სიმართლე ისტორიული წარსულის შესახებ, რომელიც უკრაინის მომავლისთვის არის აუცილებელი". – თქვა ზელენსკიმ.

ტექსტში, რომელიც ზელენსკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული წერია, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციაში უკრაინელების იდენტობის შესანარჩუნებლად გეგმას შეიმუშავებს. 

დოკუმენტის მიხედვით ისტორიულად უკრაინელებით დასახლებული ტერიტორიები დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქებშია.

გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლება შექმნის სპეციალურ ცენტრს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეისწავლის. 

კიევი ასევე გეგმავს კიდევ უფრო მეტი ღონისძიება გამართოს, რომელიც მიმართული იქნება "უკრაინის შესახებ მოგონილი რუსული მითების გასაქარწყლებლად".

კომენტარები