კახეთი

თელავში, სოფელ ლაფანყურში 3 თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე შსს-მ 1 პირი დააკავა

shutterstock

შსს-მ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სამი თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

"ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული  ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა ბრალდებით დააკავეს...

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ 
ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". - წერია შსს-ს განცხადებაში.

ამ დროისთვის, დაჭრილები საავადმყოფოში იმყოფებიან, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები