ბათუმი

ბათუმში, 4 სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმელების ცნობით, ბათუმში ოთხ სავაჭრო ცენტრში, მეტრო სითიში, გრანდ მოლში, ბათუმი პლაზასა და ბათუმი მოლში ევაკუაცია გამოცხადდა. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციის მითითებით, ობიექტები იქ მომუშავე ადამიანებმა და მომხმარებლებმა უკვე დატოვეს.

ბათუმელების ცნობით, სავაჭრო ცენტრებში კინოლოგები მუშაობენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

კომენტარები