არჩევნები 2024

მელია: ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფების შემდეგ უფრო მეტად აღელდება ბატონი ღარიბაშვილი

ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში, ალბათ, ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაცილებით მეტი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე, ვისაც აღარ სურს ბიძინა ივანიშვილის ეს ხელისუფლება მართვის სადავეებთან. 

უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე, სადაც შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების  შესაძლებლობაც. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აღელდება ბატონი ღარიბაშვილი. 

თქვა ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. 

კომენტარები