ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სახიფათო ვითარების შესახებ შეტყობინების შესვლის შემდეგ გამნაღმველები მუშაობდნენ. როგორც ტაბულას ტავ ჯორჯიაში ეუბნებიან, ამ დროისთვის მათ აეროპორტში სამუშაოები დაასრულეს.
შემთხვევის გამო ორი საათით გადაიდო თურქეთის ავიახაზების ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა შესრულებულიყო.