იაპონია მთვარეზე

იაპონური რობოტი მთვარეზე დაეშვა – ხარვეზის გამო, შესაძლოა მისია მალევე შეწყდეს

JAXA

იაპონური რობოტი მთვარეზე წარმატებით დაეშვა, თუმცა მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შესაძლოა მისია მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს.

მთვარის საკვლევი ჭკვიანი დასაჯდომი მოდული (Slim) მთვარის ეკვატორულ კრატერთან დაეშვა. შედეგად, აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, იაპონია გახდა მსოფლიოს მეხუთე ქვეყანა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე მოდული უსაფრთხოდ დასვა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, Slim-ი ელექტროენერგიის გამომუშავებას ვერ შეძლებს, ის მხოლოდ ბატარეებში შენახულ ენერგიას გამოიყენებს, რის შემდეგაც გაითიშება.

ინჟინრები ახლა მისიის გადარჩენას არ ცდილობენ და პრიორიტეტად რობოტისგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღება აქციეს.

ამასთან, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (Jaxa) თქმით, შესაძლოა Slim-ის პანელები მხოლოდ ახლაა იმგვარად გაშლილი, რომ სინათლე არ ხვდება და მზის სხივების პოზიციის შეცვლის შემდეგ, სისტემის ამოქმედების ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ინფრაწითელი კამერით აღჭურვილ რობოტს მთვარის გეოლოგია 2 კვირის განმავლობაში უნდა ეკვლია.

კომენტარები