მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ქართველმა ხალხმა პატიმრობიდან ახლავე უნდა დამიხსნას

ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ, მთელმა მსოფლიომ იცის. გამასამართლეს და მასამართლებენ თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, გამოგონილი ბრალდებებით. მე ჩვენი ქვეყნისთვის კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია. მასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავიტანე, ქვეყანა კრიმინალისა და სიღარიბის ჭაობიდან გამოვიყვანე, გავანათე და სახელმწიფო ჩამოვაყალიბე. მასამართლებენ იმისთვის, რომ 2008 წელს არ გავიქეცი და სახელმწიფო შევინარჩუნე. ახლა ყოველდღე მტანჯავენ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი უზომოდ მიყვარს და მინდა, მას დავეხმარო.

პუტინმა დამაპატიმრა იმისთვის, რომ არა მხოლოდ საქართველო არ ჩავაბარე, არამედ, ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, მისთვის ასეთი სასურველი ოდესის ოლქი კლანჭებიდან გამოვგლიჯე. დამაპატიმრა იმისთვის, რომ წარმატების მაგალითები შევქმენი საქართველოსა და უკრაინაში. დამაპატიმრა იმისთვის, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური ლიდერი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ზელენსკის თანამებრძოლი.

ქართველმა ხალხმა თავი უნდა გაითავისუფლოს და მეც უნდა გამათავისუფლოს. პატიმრობიდან ახლავე უნდა დამიხსნას, რათა უფრო ეფექტურად დახმარება შევძლო. მაგრამ, რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ბოლომდე ვიბრძოლებ, საქართველოსა და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე.

წერს Facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. 

კომენტარები