ენმ 2024

ხაბეიშვილი: კახი, ხო მაგარი ბიჭი ხარ, აბა, მოდი საკრებულის სხდომაზე და გაგვაბანძე ოპოზიცია

კახი, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე, უახლოესი იქნება რამდენიმე დღეში, გთავაზობ, თუ მატყუარა არ ხარ, თუ აფერისტი არ ხარ, თუ კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, რაც მთავარია, აი, კითხვები რაც გვაქვს, მე ვაპირებ, საკრებულოს სხდომაზე მოვიდე და თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, თუ მტყუანი არ ხარ, იმ საკრებულოში უმრავლესობა ხომ შენია, გინდა ბერა მოიყოლე, გინდა შენი პიარსამსახურის თანამშრომლები, ფაქტობრივად, 5-10 მილიონს რომ ხარჯავ, ხალხის ფულს, ეგენიც ყველა მოიყოლე, სრულიად პიარი მოიყვანე, ბერა გამოიყოლე, შენი ძმაკაცი სპორტსმენები მოიყვანე, შენი ზონდერები მოიყვანე, მზად ვარ, მოვიდე და დაგისვა ის შეკითხვები, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ, დაწყებული საცობიდან, გაგრძელებული ინფრასტრუქტურული პრობლემებით, აი, იმ მინიმალური პროექტებით და გაეცი ხალხს პასუხი. მოდი კახი, ხო მაგარი ბიჭი ხარ, აბა, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, გაეცი ხალხს პასუხი ამ კითხვებზე, რაც გვაქვს.

თუ ვაჟკაცობა გეყოფა, მე მზად ვარ, შემდეგ საკრებულოს სხდომაზე გესტუმრებით მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ დაგისვა ის შეკითხვები, რომელიც თბილისელებს აქვთ და თბილისელებს კარგად უნდა ესმოდეს, ეს არის უკანასკნელი წელი, როცა რუსული პარტია მართავს ამ ქალაქს, ამ ბიუჯეტს და როგორც კი რუსული პარტია დამარცხდება, ცხადია, ამ პროექტების გარდა, უამრავი წარმატებული პროექტი განხორციელდება დედაქალაქში. 

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები