საქართველო-აშშ

საქართველოს აშშ-ს გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხთა კოორდინატორი ეწვევა

რიჩარდ ნეფიუ
State Department photo by Freddie Everett/ Public Domain

საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხთა კოორდინატორი, რიჩარდ ნეფიუ ესტუმრება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განცხადებაშია საუბარი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 15-18 იანვარს ნეფიუ სომხეთსა და საქართველოს ეწვევა და განიხილავს კორუფციასთან ბრძოლის ამჟამინდელ გამოწვევებს, ისაუბრებს თანამშრომლობის გაღრმავებაზეც. 

განცხადების მიხედვით, ნეფიუ საქართველოში შეხვდება მთავრობის ანტიკორუფციული ინსტიტუტების წარმომადგენლებს, საგამოძიებო ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

 

კომენტარები